საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 2, 12/01/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ კანონის პროექტი „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ვადების სრული დაცვით პარლამენტს განსახილველად წარედგინა მიმდინარე წლის სექტემბერში. საქართველოს პარლამენტის ფრაქციებსა და კომიტეტებში ამ კანონპროექტის განხილვისას გამოვლინდა მთელი რიგი ნაკლოვანებები და შეუსაბამობანი, რომელთა გაუთვალისწინებლად საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღება შეუძლებელია.

„საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი ძირითადად ეფუძნება საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პროგნოზს, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემუშავდა და რომელშიც არასრულადაა წარმოდგენილი საბიუჯეტო სფეროში არსებული კრიზისის შედეგები.

საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა ემყარებოდეს შემოსავლების მობილიზების რეალურ პროგნოზს, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული საგადასახადო სფეროს საქმიანობის რადიკალურად გარდაქმნის ღონისძიებათა რეალიზაციით მოსალოდნელი შედეგები, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და დონორი ქვეყნებიდან მისაღები ფინანსური დახმარებები. შესამუშავებელია 1998-99 წლებში წარმოდგენილ დავალიანებათა (დაუფინანსებელი დაცული მუხლებით გათვლისწინებული ხარჯები) დაფარვის გრაფიკი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. მიზანშეუწონლად ჩაითვალოს „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ პარლამენტის განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის მიღება.

2. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს მომავალი წლის 15 იანვრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს 2000 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი.

3. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს წინადადებები 1998-99 წლებში განსაკუთრებით დაცული მუხლებით დაუფინანსებელ ღონისძიებათა „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტში გასათვალისწინებლად, მათ შორის, დაფინანსების წყაროსა და მექანიზმის შესახებ.

4. 2000 წლის იანვარ-თებერვლის საბიუჯეტო ხარჯები გაწეულ იქნეს კანონის შესაბამისად და დაცული მუხლების პრიორიტეტულობის უმკაცრესად დაცვით. 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებამდე საბიუჯეტო ხარჯების განწერა შეთანხმდეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან იმავე წლის შესაბამისი თვის დაწყებამდე.

5. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმოადგინოს 2000 წლის საბიუჯეტო არაეფექტიანი ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების კონკრეტული, მათ შორის, საშტატო რიცხოვნობის შემცირების პროგრამა.

6. დაევალოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარმოადგინოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მოკლევადიანი პროგრამა.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                         ზურაბ ჟვანია.

თბილისი,

1999 წლის 24 დეკემბერი.

№93–რს

 

კანონპროექტები პარლამენტში

ამ აქტის შეცვლის 3 კანონპროექტი დარეგისტრირდა, მათგან მიღებულია 3. ამჟამად განხილვაში არცერთი არ არის.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.1999.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“?
„საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ მიღებულია 24.12.1999. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №93. სარეგისტრაციო კოდი — 000.
სად არის „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.1999 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, №93, 24.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 000 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.1999). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/39580/