„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.105.000330
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 18/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.105.000.330

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№25

2010 წლის 3 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის  დებულების  დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ,  დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის 13 ივლისის №17  დადგენილებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის დებულების  დამტკიცების შესახებ“ (გაზეთი “ზუგდიდი“ 2010 წლის 27 ივლისი №21–25–26 (111116–7–8), კერძოდ:

ა. დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “გ“, “დ““,ე“ და “ვ“ ქვეპუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ)  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიციირებულ ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის (მერისათვის) გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ;

დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას გამგეობის საფინანსო სამსახურის მიერ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ;

ე) ყოველთვიურად განიხილავს გამგეობის საფინანსო სამსახურის მიერ საქართველოს “საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს;

ვ) განიხილავს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 85-ე მუხლის  შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს;“

ბ. დადგენილების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი ქვეპუნქტები:

„ჟ)     გამგეობის მიერ ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარმოდგენილ ანგარიშზე, საკრებულოს წარუდგენს დასკვნას;

რ)      ამოწმებს ადგილობრივი შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვიანობას, ხარჯების კანონიერებას და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას;

ს) ამზადებს და საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის კონტროლის შედეგების შესახებ;

ტ) ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საფინანსო საქმიანობის დოკუმენტალურ რევიზიას და ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერების  შემოწმებას

უ) განიხილავს და რეაგირებას ახდენს ფიზიკური და იურიდიული პირების   განცხადებებზე და საჩივარზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.“

გ. დადგენილების მე-2 და მე-5 მუხლები ამოღებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა

საფინანსო საკითხთა კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის შესაბამისად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.“

    მუხლი 5. კომისიის პირველი სხდომის მოწვევა

საფინანსო საკითხთა კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. კომიისიის   პირველი სხდომა შეიმუშავებს კომისიის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.“

დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ.კონჯარია