„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.105.000331
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 13, 18/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.105.000.331

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება№26

2010 წლის 3 აგვისტო

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №18 დადგენილებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სარევიზიო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (გაზეთი “ზუგდიდი“ 2010 წლის 27 ივლისი №21–25–26 (111116–7–8), კერძოდ:

ა. დადგენილების მე-2, მე-4, მე-5, მე-11 და მე-12 მუხლები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა

სარევიზიო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობისა და იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობის შესაბამისად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.“

    მუხლი 4. კომისიის უფლებამოსილება

კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

1) შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ინიცირების წესით ამზადებს სამართლებრივი აქტების პროექტებს;

2) განიხილავს და ბიუროს წარუდგენს დასკვნებს მის კომპეტენციას მიკუთვნებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე;

3) გამგეობის მიერ ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარმოდგენილ ანგარიშზე, საკრებულოს წარუდგენს დასკვნას;

4) კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე ისმენს საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ინფორმაციებს, ახსნა-განმარტებებს და მოხსენებებს;

5) ამოწმებს ადგილობრივი შემოსავლების ამოღების დროულობას და მათ აღრიცხვიანობას, ხარჯების კანონიერებას და ადგილობრივ ბიუჯეტთან შესაბამისობას;

6) ამზადებს და საკრებულოს სამ თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის კონტროლის შედეგების შესახებ;

7)  ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოთა საფინანსო საქმიანობის დოკუმენტალურ რევიზიას და ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანონიერების შემოწმებას.

8) განიხილავს და რეაგირებას ახდენს ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებებზე და საჩივარზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ორგანოების და თანამდებობის პირების მიერ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში ნორმატიული და ინდივიდუალური აქტების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში.

9) კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.

    მუხლი 5. კომისიის პირველი სხდომის მოწვევა

სარევიზიო კომისიის პირველ სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე. კომიისიის პირველი სხდომა შეიმუშავებს კომისიის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.

    მუხლი 11. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმის წარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი;

    მუხლი 12. დებულებაში ცვილებების შეტანა.

დებულების შეცვლა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეუძლია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“

ბ. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის „გ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები;

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ლ.კონჯარია