ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2020 წლის 4 სექტემბერი ქ. ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი
2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3. საპატიო ზუგდიდელის წოდება შეიძლება მიენიჭოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ან/და რეგისტრირებულ ან/და ზუგდიდში დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, რომლიც 10 წელი მაინც ცხოვრობდა ზუგდიდში და რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/ და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
დ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში და ა.შ.
4. ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში;
დ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში;
5. დამსახურებული მოღვაწის წოდება (მაგ.: დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა) შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში):
ა) ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის, არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილისთვის დარგის/სფეროს განვითარებაში;
გ) სამეცნიერო მიღწევებისთვის და ა.შ.
6. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდების მინიჭების სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები. კომისიის გადაწყვეტილება საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში რომლის საფუძველზეც ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერი საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე გამოსცემს ბრძანებას.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.
2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, უზრუნველყოფს კომისიის მიზნების, ამოცანების და უფლება-ვალდებულებების შესრულებას. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმების შედგენას და აღრიცხვას. მდივანი ორგანიზებას უწევს სხდომებს და კომისიის საქმიანობას, ასევე უზრუნველყოფს საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განხილვის ორგანიზაციული, ტექნიკური და პროცედურული საკითხების მოგვარებას.
4. კომისიის სხდომა მოიწვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჭიროებისამებრ.
5. კომისიის მდივანი ადგენს დღის წესრიგს და კომისიისთვის განსახილველად ამზადებს საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების მქონე სუბიექტების მიერ შემოტანილ დოკუმენტაციას.
6. კომისიის დღის წესრიგს და დოკუმენტაციას კომისიის მდივანი წინასწარ აწვდის კომისისი წევრებს. კომისიის წევრები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კომისიის სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის თაობაზე.
7. კომისია შედგება არაუმეტეს 15 წევრისგან. კომისია, საპატიო წოდების მინიჭებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისათვის დასკვნის წარდგენის გადაწყვეტილებას ღებულობს ფარული კენჭისყრით. კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება და საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენა ხორციელდება, თუ საკითხს მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. საპატიო წოდებაზე წარდგენისათვის საჭირო ხმების ვერ მოპოვება ავტომატურად ნიშნავს საპატიო წოდების მინიჭებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენაზე უარის თქმას. მერის მიერ ინდივიდუალური აქტის გამოცემადე საჭიროა წარდგენილი კანდიდატის წერილობით თანხმობა.
8. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
9. კომისიის სხდომებს კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ესწრებოდეს საპატიო წოდების მინიჭების საკითხის ინიციატორი, საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენილი პირი.
10. კომისიის წევრს აქვს უფლებამოსილება:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში, დებატებში, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;
ბ) მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე;
11. კომისიის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) კომისიის წევრობაზე წარმომდგენის მიერ წევრის შეცვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ მისი შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა.
2. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე ზუგდიდის თვითმმართველობის სახელით ხელს აწერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ბეჭდით.
3. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებია ზუდიდის მუნიციპალიტეტის მერი და ზუდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.
2. საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე.