ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №65 |
|
2018 წლის 6 ივლისი ქ.ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი
2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3. საპატიო ზუგდიდელის წოდება შეიძლება მიენიჭოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ზუგდიდის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
4. ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ზუგდიდში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ზუგდიდის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ზუგდიდთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
5. დამსახურებული მოღვაწის წოდება (მაგ.: დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა) შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
6. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდების მინიჭების სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები. კომისიას თავმჯდომარეობს ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერი. კომისია საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე ამზადებს შესაბამის დასკვნას, რომლის საფუძველზეც ზუგდიდის მუნიციალიტეტის მერი საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე გამოსცემს ბრძანებას.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.
2. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე ზუგდიდის თვითმმართველობის სახელით ხელს აწერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ბეჭდით.
3. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებია ზუდიდის მუნიციპალიტეტის მერი და ზუდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.
2. საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.09.2020.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.07.2018. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №65. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016453.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.09.2020-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №65, 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016453 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4247617/