სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2010 ძალადაკარგული 31.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.168.000690
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 13/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.35.168.000.690

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. განისაზღვროს სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთის დამტკიცების შესახებ” სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 13 თებერვლის №16 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ. ზედელაშვილი

დანართი №1

სიღნაღის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოების განაკვეთები

(ლარობით)

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

2

გამგებელი

2360

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

4

გამგებლის მოადგილე

900

5

საკრებულოს აპარატის უფროსი, სამასახურის უფროსი

700

6

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

7

განყოფილების უფროსი

500

8

გამგებლის თანაშემწე

450

9

გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული

400

10

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი:

მთავარი სპეციალისტი

წამყვანი სპეციალისტი

უფროსი სპეციალისტი

სპეციალისტი

 

420

410

300

200