1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზების და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო.
2. საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს საკრებულოს სამუშაო გეგმის და მის საფუძველზე საკრებულოს მორიგი სხდომების დღის წესრიგის პროექტებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, ადგენს საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების განრიგის პროექტს;
გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს სამუშაო ჯგუფების დებულებებს; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს;
დ) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოში ინიციირებული სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნების, პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და გამგეობაში დაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ;
ე) იღებს გადაწყვეტილებას საკრებულოს კომისიებში ანაზღაურებად ექსპერტთა კვოტის შესახებ;
ვ) ისმენს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 07.07.2025
მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
თავი IV — საკრებულოს ბიურო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა და უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 17. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
- მუხლი 20. ბიუროს სხდომა
- მუხლი 21. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 23. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 24. საკრებულოს კომისიები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №4, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.146.000136 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155264/muxli-19/