1. საკრებულოს კომისიებია:
ა) სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია;
გ) ინფრასტრუქტურის კომისია;
დ) ჯანდაცვის, სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლებისა და სპორტის კომისია;
ე) აგრარულ საკითხთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის კომისია.
2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე