1. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა იწყება:
ა) შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ორი კვირისა;
ბ) შენიშვნების არსებობის შემთხვევაში შენიშვნების შესახებ გამგებლის დასკვნის გამოქვეყნებიდან არა უადრეს ერთი კვირისა.
2. ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს სხდომაზე წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. თუ ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ იქნა შენიშვნები, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად თანამოხსენებით გამოდის გამგებელი ან მის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს გამოთქმულ შენიშვნებზე გამგებლის დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ან ამ კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი, რომელიც საკრებულოს სხდომას აცნობს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დასკვნას.
3. მომხსენებლის (მომხსენებელთა) და თანამომხსენებლის (თანამომხსენებელთა) მოსმენის შემდეგ იწყება დებატები ამ დებულების (რეგლამენტის) 57-ე მუხლით დადგენილი წესით.
4. ბიუჯეტის პროექტის განხილვა წარმოებს, ერთი მხრივ, ნომერთა რიგის მიხედვით და, მეორე მხრივ, ნომერთა იმ ჯგუფის მიხედვით, რომლებიც წარმოადგენდნენ ცალკე უწყებათა საფინანსო ხარჯების ნუსხას.
5. პირველად განიხილება ხარჯთაღრიცხვის ზოგადი საფუძვლები, შემდეგ – პროექტის ცალ-ცალკე მუხლები.
6. შემოსავლის პროექტის განხილვის დროს ჯერ უნდა მოხდეს პროექტის ზოგადი საფუძვლების განხილვა, ხოლო შემდეგ – ცალ-ცალკე მუხლების.
7. როგორც შემოსულობების, ისე გადასახდელების თითოეულ მუხლს ცალ-ცალკე უნდა ეყაროს კენჭი.
8. საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
9. საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს ბიუჯეტის პროექტში ცვლილების შეტანა დაიშვება საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობით, გამგებელთან შეთანხმებით. თანხმობის მიუღებლობის შემთხვევაში ითვლება, რომ პროექტის შესაბამისი მუხლი არ იქნა მიღებული, თუ საკრებულოს სხდომის მიერ არ იქნა მიღებული სხვა გადაწყვეტილება.
10. საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კენჭისყრაზე დგება ის ვარიანტები, რომლებიც საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შენიშვნის სახით იქნა გაგზავნილი გამგებლისადმი და წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში არ იქნა გათვალისწინებული. გადაწყვეტილება ბიუჯეტის ალტერნატიულ ვარიანტის დამტკიცების შესახებ მიიღება საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი