1. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია თვითმმართველი ერთეულის სახელით დადოს ან გააუქმოს შეთანხმებები და/ან ხელშეკრულებები, აგრეთვე ისეთი გარიგებები, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თანხმობით.

2. თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმების და/ან ხელშეკრულების დადების ან გაუქმების შესახებ ინიციატორი შეიძლება იყოს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ისეთი გარიგების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს, მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე გამგებლის წარდგინებით.

3. საკრებულოს მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემა ხდება მხოლოდ კონკრეტული შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე (გაუქმებაზე).

4. საკრებულო განიხილავს შეთანხმების, ხელშეკრულების, გარიგების პროექტს და თავისი გადაწყვეტილებით შეაქვს მასში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები. საკრებულო ასევე უფლებამოსილია საკრებულოს თავმჯდომარეს შეთანხმების, ხელშეკრულების თუ გარიგების დადებაზე თანხმობა მისცეს გარკვეული პირობების დაწესებით. პირობების შეცვლის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ხელახლა ითხოვოს თანხმობა ამ შეთანხმების, ხელშეკრულებისა თუ გარიგების დადებაზე.

5. შეთანხმების, ხელშეკრულებისა თუ გარიგების დადების ან გაუქმების შესახებ თანხმობის მიცემაზე გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 1/3-ისა.

6. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შეთანხმების, ხელშეკრულებისა თუ გარიგების დადება და გაუქმება ხდება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მეხუთე თავით დადგენილი ნორმებით დადგენილი წესი