"ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლით გათვალისწინებული დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე. უცხო ქვეყნის მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება ხორციელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელთანაც ზოგადი განათლების მიღების უფლების საკითხი არ არის მოწესრიგებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან/და შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფო დაფინანსება განისაზღვრება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. ნაცვალგების პრინციპი მოქმედებს მაშინ, თუ შესაბამის უცხო ქვეყანაში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემა საქართველოში ზოგადი განათლების სფეროს დაფინანსების სისტემის იდენტურია. იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მოქალაქეების მიერ ზოგადი განათლების მიღებას საქართველოს სახელმწიფო ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე აფინანსებს, აქვეყნებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 15 დეკემბერი.
№4041-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.12.2010.
- როდის იქნა მიღებული "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.12.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4041-რს. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.05.001.016117.
- რამდენი მუხლისგან შედგება "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4041-რს, 15.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430050000.05.001.016117 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155455/