საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.12.2010 ძალადაკარგული 09.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4109-რს
სარეგისტრაციო კოდი
120090000.05.001.016128
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 75, 27/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) 2011 წელს: არა უმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა; მათგან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი – არა უმეტეს 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცისა.

2. ამ მუხლით განსაზღვრული შეზღუდვა არ ვრცელდება საომარი მდგომარეობის დროს, აგრეთვე სამხედრო ძალების სარეზერვო სამსახურში გასაწვევი პირების რაოდენობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ დროებით შტატებზე.

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009,     მუხ. 338).

    მუხლი 3

ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი            მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4109-რს