თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.08.2010 ძალადაკარგული 23.12.2011
ნომერი
№10/2
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.157.000522
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 02/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

სარეგისტრაციო კოდი 270.070.000.35.157.000.522

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10/2

2010 წლის 25 აგვისტო

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს თანდართული ფორმის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 28 დეკემბრის №15/6 „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ზღვრული განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ და 2009 წლის 28 დეკემბრის №15/7 „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის, თანამდებობის პირებისა და სხვა საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ზღვრული განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ დადგენილებები.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. მესტვირიშვილი

დანართი №1

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

1. საკრებულო

1. საკრებულოს თავმჯდომარე – 2360 ლარი;

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 1100 ლარი;

3. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 500 ლარი;

4. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 650 ლარი.

 

2. საკრებულოს აპარატი

1. აპარატის უფროსი – 700 ლარი;

2. საორგანიზაციო-სამდივნო განყოფილების უფროსი – 500 ლარი;

3. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში – 420 ლარი;

4. მთავარი სპეციალისტი – 370 ლარი;

5. წამყვანი სპეციალისტი – 370 ლარი;

6. უფროსი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში – 370 ლარი;

7. სპეციალისტი – 300 ლარი.

 

3. გამგეობა

1. გამგებელი – 2360 ლარი;

2. გამგებლის მოადგილე – 900 ლარი;

3. სამსახურის უფროსი – 700 ლარი;

4. სამსახურის განყოფილების უფროსი – 500 ლარი;

5. მთავარი სპეციალისტი – 420 ლარი;

6. წამყვანი სპეციალისტი – 400 ლარი;

7. უფროსი სპეციალისტი – 370 ლარი;

8. თეთრიწყაროს, მანგლისის, კოდის, ბორბალოს, ასურეთის და ჯორჯიაშვილის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები – 400 ლარი;

9. ჩხიკვთის, ხაიშის, წინწყაროს, ჭივჭავის, ირაგის თონეთის და ორბეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები – 370 ლარი;

10. მარაბდის, გოლთეთის, დურნუკის, დაღეთის, კლდეისის, ახალსოფლის და შეხვეტილის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულები – 350 ლარი;

11. ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი – 350 ლარი;

12. ქ. თეთრიწყაროს და დაბა მანგლისის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტები – 320 ლარი;

13. ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი – 250 ლარი;

14. სახანძრო-სამაშველო სამსახურის მთავარი სპეციალისტი – 420 ლარი;

15. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი – 350 ლარი;

16. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი – 300 ლარი;

17. სახანძრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტი – 300 ლარი;

18. სახანძრო-სამაშველო და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურების

სპეციალისტები – 250 ლარი.