"ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2010 წლის 24დეკემბერი
დ. ლენტეხი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად:
1. განისაზღვროს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 თებერვლის №4 დადგენილება;
ბ) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 16 თებერვლის №5 დადგენილება;
გ) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №1 დადგენილება;
დ) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურის, საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 იანვრის №2 დადგენილება.
3. ბათილად იქნეს ცნობილი:
ა) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თ ე ბერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 დეკემბრის №27 დადგენილება;
ბ) „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის „საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 12 თ ე ბერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 8 დეკემბრის №28 დადგენილება.
3. ეს დადგენილება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
4. დადგენილების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 24 დეკემბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე ვ. ქურასბედიანი
დანართი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები
| № | თანამდებობა | თანამდებობრივი სარგო (ლარებში) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე
| 2260 |
| 2 | გამგებელი
| 2260 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
| 1080 |
| 4 | გამგებლის მოადგილე
| 860 |
| 5 | საკრებულოს აპარატის უფროსი
| 680 |
| 6 | გამგეობის სამსახურის უფროსი
| 680 |
| 7 | საკრებულოს კომიის თავმჯდომარე
| 630 |
| 8 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
| 630 |
| 9 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი
| 430 |
| 10 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის რწმუნებული | 400 |
| უმცროსი საჯარო თანამდებობები
| ||
| 11 | საკრებულოს აპარატის მთავარი სპეციალისტი
| 400 |
| 12 | საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტი
| 380 |
| 13 | საკრებულოს აპარატის სპეციალისტი
| 320 |
| 14 | გამგეობის მთავარი სპეციალისტი
| 400 |
| 15 | გამგეობის წამყვანი სპეციალისტი
| 320 |
| 16 | გამგეობის უფროსი სპეციალისტი
| 280 |
| 17 | გამგეობის სპეციალისტი
| 250 |