საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2001 წლის 23 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №176
2002 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთისრესპუბლიკისიუსტიციისსამინისტროსშორისსამართლებრივიექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ დასაქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთისრესპუბლიკისიუსტიციისსამინისტროსშორისთანამშრომლობისშესახებ“ 2001 წლის 23 ოქტომბერსხელმოწერილიშეთანხმებებისდამტკიცებისადაძალაშიშესვლისთაობაზე
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ხელმოწერილი შეთანხმებების ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2001 წლის 23 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებები „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების დადების შესახებ;
ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმებების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ე. შევარდნაძე