საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№187
სარეგისტრაციო კოდი
130.070.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 23/04/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №187

2002 წლის 22 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესრულების უზრუნ­ველსაყოფად დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშ­როების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის თანდართული დებულება.

2. კანონმდებლობით განსაზღვრულმა შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ უშიშროების საკითხებში ოფიცერთა საქმი­ანობისათვის სათანადო ხელშეწყობა.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს უშიშროების საკითხებში ოფიცრის დებულება

    მუხლი 1

„უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების საფუძველზე და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ამოცანების შესასრულებლად სახელმწიფოს უშიშროებისათვის გან­საკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და და­წე­სებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელ­მწიფო წარმომადგენლობებში ინიშნება ოფიცერი უშიშროების საკითხებში.

    მუხლი 2

უშიშროების საკითხებში ოფიცერი ინიშნება საქართველოს სახელ­მწიფო უშიშროების მინისტრის და შესაბამისი დაწესებულებისა და ორგანოს ხელმძღვანელის აქტით „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრე­ზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულებით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში.

    მუხლი 3

სხვა დაწესებულებებსა და უწყებებში უშიშროების საკითხებში ოფიცრები შეიძლება დაინიშნონ ამ დებულებით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ან შესაბამისი უწყების ან დაწესებულების ხელმძღვანელის მოთხოვნით.

    მუხლი 4

უშიშროების საკითხებში ოფიცრის ძირითადი ფუნქციაა სახელ­მწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო ორგანოსა და დაწესებულების რეჟიმულობის კონტროლი, აგრეთვე სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებათა ოპერატიული უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმებით.

    მუხლი 5

სახელმწიფო დაწესებულების ან ორგანოს ხელმძღვანელთან შეთანხმებით უშიშროების საკითხებში ოფიცერს შეიძლება განესაზღვროს ამ დაწესებულების ან ორგანოს სპეციფიკურობით განსაზღვრული ფუნქცია.

    მუხლი 6

თავისი ფუნქციების განხორციელებისას უშიშროების საკითხებში ოფიცერი ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის სამსახურებრივ ზედამხედველობას და ადმინისტრირებას, აგრეთვე შესაბამისი უწყებისა და დაწესებულების შინაგანაწესს.

    მუხლი 7

იმ შემთხვევაში, თუ უშიშროების საკითხებში ოფიცერი ასრუ­ლებს დაწესებულების ან ორგანოს უშუალო საქმიანობას, ამ მიმარ­თულებით სამსახურებრივი ზედამხედველობა და ადმინის­ტრირება ხორციელდება აგრეთვე შესაბამისი დაწესებულებისა და ორგანოს ხელმძღვანელის მხრიდან.

    მუხლი 8

უშიშროების საკითხებში ოფიცრის შრომის ანაზღაურება ხორ­ციელდება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრისა და შესაბამის უწყება-დაწესებულებათა ხელმძღვანელების შეთანხმების საფუძველზე.

    მუხლი 9

უშიშროების საკითხებში ოფიცერს განესაზღვრება სტატუსი როგორც სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში, ისე სახელმწიფო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში,ხელმძღვანელთა შეთანხმების საფუძველზე და შესაბამისად.