თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2010
ძალის დაკარგვა 27.10.2014
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016027
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 060111, 06/01/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,695 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.12.2010 მიღება
27.10.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} h2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black;} h4 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:35.45pt; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black; font-weight:normal; font-style:italic;} h5 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black; font-weight:normal;} h6 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black; font-weight:normal; font-style:italic;} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black; text-transform:uppercase;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoEndnoteText, li.MsoEndnoteText, div.MsoEndnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; line-height:150%; page-break-after:avoid; background:white; text-autospace:none; font-size:14.0pt; color:black;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:106.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-96.0pt; font-size:16.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } pre { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} span.Heading2Char { color:black; font-weight:bold;} span.Heading4Char { color:black; font-style:italic;} span.Heading5Char { color:black;} span.Heading6Char { color:black; font-style:italic;} span.Heading7Char { color:black; text-transform:uppercase;} span.BalloonTextChar { } span.BodyText2Char { } span.PlainTextChar { } span.BodyTextIndent2Char { font-weight:bold;} span.BodyTextIndent3Char { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BodyTextIndentChar { color:black;} span.FootnoteTextChar { } span.EndnoteTextChar { } span.HTMLPreformattedChar { } p.NoSpacing1, li.NoSpacing1, div.NoSpacing1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt .5in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №42  2010 წლის 27 დეკემბერი ქ. რუსთავი თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი), „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (25-ე მუხლი) შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ა  დ  გ  ე  ნ  ს :     მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულება წარმოდგენილი სახით (დანართი 1).     მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2008 წლის 11 იანვრის №167 დადგენილება.     მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                   კ. გურგენიძე დანართი 1 თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1.  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სოციალური მომსახურების, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების საფუძველზე. 2.  სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს და მერიის დებულებით, ამ დებულებით. 3. სამსახური წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მერიის სახელით. 4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომლით სარგებლობის ფარგლებს განსაზღვრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესი. 5.  სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, მერაბ კოსტავას გამზირი №20. თავი II.  სამსახურის ფუნქციები     მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) სოციალური მომსახურების, კულტურის და სპორტის საქმეთა  სფეროს განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და ქალაქის მერთან წარდგენა შემდგომში საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად; ბ) სამსახურისადმი დაქვემდებარებულ სფეროში არსებული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად წინადადებების შემუშავება; გ) თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სოციალური მომსახურების, კულტურის და სპორტის სფეროთა განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და მიღება-ჩაბარება; დ) ამ სამსახურის სფეროში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირების   საქმიანობის ხელისშეწყობა და თანამშრომლობა; ზ) საქმიანი კონტაქტების დამყარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; ე) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, ქალაქის მერიისა და საკრებულოს დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების სფეროში სამსახურის ფუნქციებია: ა)  სოციალურ სფეროში ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის საჭირო ნორმატიული ბაზის შექმნისა და   სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება, მათი წარდგენა მერთან და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში; ბ)  სოციალური დახმარების გაწევა პენსიონერების, ინვალიდებისა და   მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის თვითმმართველი   ქალაქი რუსთავის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამების  შესაბამისად; გ)  თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხების, წინადადებების, მასალების მომზადება; დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარებების გაცემის ხელშეწყობა; ე) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობის მიღება; ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და დადგენილი წესით ქალაქის მერთან წარდგენა; ზ) დედათა და ბავშვთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება. 3. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამსახურის ფუნქციებია: ა)  ქალაქის ჯანმრთელობის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარების   ხელშემწყობი ღონისძიებებისა და წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა. 4.  კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სამსახურის ფუნქციებია: ა) კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და დადგენილი წესით ქალაქის მერთან წარდგენა; ბ)  კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის ( თეატრი, მუსიკა, მხატვრობა) განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელების მონიტორინგი; გ) თვითმმართველი   ერთეულის   ტერიტორიაზე    განლაგებული, თვითმმართველი  ერთეულის  დაფინანსებაზე  მყოფი კულტურის და სასპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების შემუშავება; დ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა, მასობრივი სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება; ე) შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების შექმნაში მონაწილეობის მიღება; ვ) მოზარდების თავისუფალი დროის ორგანიზება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის სფეროში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა და ხელშეწყობა; თ) სამიზნე ჯგუფისათვის ახალგაზრდული დღეების, თამაშების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა; ი) დაქვემდებარებული კულტურის საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება; კ) სხვადასხვა ქალაქებთან კულტურისა და განათლების საკითხებზე თანამშრომლობის სფეროში ქალაქ რუსთავის კავშირების განვითარებისათვის წინადადებების მომზადება; ლ) ქალაქ რუსთავში სპორტის პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავება და განხორციელება; მ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია და ხელშეწყობა. თავი III. სამსახურის უფლებები და მოვალეობები     მუხლი 3🔗.  სამსახურის უფლებამოსილებები 1.  დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ)  სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს  თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი; გ)  სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; დ)     განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 4🔗. სამსახურის მოვალეობები 1. სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/ და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებს; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ვალდებულების და სხვა ფინანსურ ღონისძიებაზე; გ)  განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. თავი IV. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება     მუხლი 5🔗. სამსახურის მართვა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქის მერი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ)  განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; დ)     მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) უქმნის სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; კ) პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე; ლ)     შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს; მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/ და სხვა საფუძველზე; ნ)  პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; ო) ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს;   პ)  სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი  კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ჟ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობა ს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. თავი V. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები     მუხლი 6🔗. სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები 1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკუთრებას. 2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები. თავი VI. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია     მუხლი 7🔗. 1. სამსახურის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ანხორციელებს თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.