ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს |
|
2014 წლის 22 ოქტომბერი ქ. რუსთავი |
|
ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საქართველოს ორგანული კანონით და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მერიის დებულებით და ამ დებულებით.
3. სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომლით სარგებლობის ფარგლებს განსაზღვრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესი.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, 3700 ქალაქი რუსთავი, მერაბ კოსტავას გამზირი №20.
ა) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების მიზნით სამსახურისადმი დაქვემდებარებულ სფეროში არსებული დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად წინადადებებისა და პროექტების შემუშავება;
ბ) ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სოციალური მომსახურების,ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და მიღება-ჩაბარება;
გ) ამ სამსახურის სფეროში არსებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის ხელისშეწყობა და თანამშრომლობა;
დ) საქმიანი კონტაქტების დამყარება სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ე) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით, ქალაქის მერიისა და საკრებულოს დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა)სოციალური მომსახურების განყოფილება;
ბ) ჯანმრთელობის განყოფილება;
გ) განათლების განყოფილება;
3. სოციალური მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს;
ა) სოციალურ სფეროში ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისათვის საჭირო ნორმატიული ბაზის შექმნისა და სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადებას, მათ წარდგენას მერთან და საკრებულოში.
ბ) სოციალური დახმარების გაწევას პენსიონერების, უსახლკაროების, ინვალიდებისა და მოსახლეობის სოციალურად დაუცველი სხვა ფენებისათვის ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხების, წინადადებების, მასალების მომზადებას;
დ) დედათა და ბავშვთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებას და განხორციელებას.
ე) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის უსახლკაროთა რეგისტრაციასა და მათი თავშესაფარით უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას;
ვ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის დახმარებების გაცემის ხელშეწყობას;
ზ) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობის მიღებას;
4. ჯანმრთელობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებასა და დადგენილი წესით ქალაქის მერთან წარდგენას;
ბ) ქალაქის ჯანმრთელობის სფეროს ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებისა და წინადადებების მომზადებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობას.
5. განათლების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროს განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებასა და დადგენილი წესით ქალაქის მერთან წარდგენას;
ბ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, ხელოვნების სხვადასხვა დარგის (თეატრი,მუსიკა, მხატვრობა) განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვასა და განხორციელების მონიტორინგს;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის და სასპორტო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების შემუშავებას;
დ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა, მასობრივი სპორტულ- გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების შექმნაში მონაწილეობის მიღებას;
ვ) მოზარდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის სფეროში მოღვაწე შემოქმედებით ჯგუფებთან ურთიერთობას, მათი საქმიანობისა და პრობლემების შესწავლასა და ხელშეწყობას;
თ) სამიზნე ჯგუფისათვის ახალგაზრდული დღეების, თამაშების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენას;
ი) დაქვემდებარებული კულტურის საგანმანათლებლო და სკოლის გარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავებას;
კ) სხვადასხვა ქალაქებთან კულტურისა და განათლების საკითხებზე თანამშრომლობის სფეროში ქალაქ რუსთავის კავშირების განვითარებისათვის წინადადებების მომზადებას;
ლ) ქალაქ რუსთავში სპორტის პერსპექტიული განვითარების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას;
მ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციასა და ხელშეწყობას;
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია,
ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები,საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;
გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/ და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქის მერს, საკრებულოს.
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ვალდებულების და სხვა ფინანსურ ღონისძიებაზე;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
2. სამსახურში განყოფილებებს ხელმძღვანელობენ და მათ საქმიანობებს წარმართავენ განყოფილების უფროსები, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
3. სამსახურის უფროსის სამსახურში არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას მერის დავალებით, ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების ერთ-ერთი უფროსი.
4. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) უქმნის სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს.რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ი) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.
კ) პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე;
ლ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს;
მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/ და სხვა საფუძველზე;
ნ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ო) ასრულებს საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს;
პ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჟ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის მოვალეობა ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების ძირითადი წყაროა ქალაქ რუსთავის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.