📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 17.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №241
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 24/05/2002
matsne.gov.ge 797 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 46.35pt 40.5pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №241 2002 წლის 17 მაისი ქ. თბილისი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ 1. საქართველოს სამართლებრივი სისტემის შემდგომი სრულყოფისა და სამართალშემოქმედებითი  საქმიანობის  განვითარების თვალსაზრისით მიზანშეწონილად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის  №124 ბრძანებულებით განსაზღვრული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული  სამართლებრივი რეფორმისა და ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დამდგენი  სახელმწიფო კომისიის მუშაობის გაგრძელება  და მას ეწოდოს „სამართალშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფის ხელშემწყობი სახელმწიფო კომისია“ (შემდგომში – კომისია). 2. განისაზღვროს კომისიის შემდეგი  შემადგენლობა: როლანდ გილიგაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივანი შუქია აფრიდონიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი ოთარ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების უფროსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან გომართელი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გია  გეწაძე – ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, „აირის საქართველოს“ უფროსი იურიდიული მრჩეველი ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გივი ინწკირველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კონსტიტუციური სამართლისა და სამართლის თეორიის კათედრის გამგე, აკადემიკოსი კონსტანტინე კუბლაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ვალერიან  ლორია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ნადარეიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ქართული სამართლის ისტორიის განყოფილების გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი გიორგი ტყეშელიაძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით უსუფაშვილი – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორის მოადგილე შოთა ფაფიაშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის პროცესის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი რომან  შენგელია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვალერი ხაბურძანია – საქართველოს უშიშროების მინისტრი გია ხუბუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 3. ეთხოვოთ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება: ზურაბ ადეიშვილს – საქართველოს პარლამენტის  წევრს ნიკოლოზ გაბრიჩიძეს – საქართველოს  გენერალურ პროკურორს ბესარიონ ზოიძეს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს მერაბ ტურავას – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ზაქარია ქუცნაშვილს – საქართველოს პარლამენტის წევრს ლადო ჭანტურიას – საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჯონი ხეცურიანს – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს. 4. კომისიის მუშაობის ძირითად მიმართულებად განისაზღვროს საქართველოს საკანონმდებლო აქტების  სრულყოფის თაობაზე წინადადებების  შემუშავება, კანონმდებლობის შემდგომი განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა, ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა, ქართული იურიდიული ლექსიკონისა და საქართველოს კანონთა წიგნისათვის შესაბამისი მასალების მომზადება. 5. კომისიის სხდომებზე სავალდებულო წესით განხილვას დაექვემდებაროს ისეთი საკანონმდებლო აქტების პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია: ა) სახელმწიფო მოწყობასთან; ბ) სახელმწიფო უმაღლესი ორგანოების უფლებებისა და კომპეტენციების განსაზღვრასთან; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობასთან; დ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვასთან ან სამართლებრივ გარანტიებთან; ე) კონსტიტუციურ ცვლილებებთან; ვ) ანტიკორუფციულ ღონისძიებებთან; ზ) სისხლის სამართლის კოდექსთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან; თ) სამოქალაქო  სამართლის კოდექსთან, სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსთან; ი) ზოგად ადმინისტრაციულ და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსთან. 6. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (რ. გილიგაშვილი)  განახორციელოს   კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა. 8. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შესაბამის საშტატო ერთეულთა დაშვება და დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომისიის საქმიანობისათვის გამოყოფილი სახსრების ფარგლებში. 9. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ  უზრუნველყოს კომისიის მუშაობისათვის აუცილებელი სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინება. 10. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 4 მარტის  №124 ბრძანებულება და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული დანართები. ე. შევარდნაძე