„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4140-რს
სარეგისტრაციო კოდი
370010000.05.001.016158
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 76, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 92) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „წყლის შესახებ“, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებს, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს.“.

2. მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრარული ფაკულტეტის მქონე უნივერსიტეტების და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით 2013 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“.“.   

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 4 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტი                  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 17 დეკემბერი.

№4140-რს