„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 92) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს:
ა) შეამოწმოს ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა, ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა, მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები, ასევე ნიადაგებზე აგროტექნიკური, აგროქიმიური, აგროსატყეო, ირიგაციული, ფიტოსანიტარიული, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება და საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა;
ბ) შეამოწმოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებათა გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა;
გ) შეამოწმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;
დ) მიწათმოქმედებისაგან მოითხოვოს აგროქიმიური, აგროსატყეო, მელიორაციული, მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა, თუ ისინი ზიანს აყენებ ენ გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს.“.
2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაკვირვება ხორციელდება ნიადაგების ნაყოფიერების შემდეგ კომპონენტებზე: ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე, რეკულტივაციაზე, ეროზიისაგან ნიადაგების დაცვის კომპლექსურ ღონისძიებებზე, ნიადაგებში საკვებ ელემენტთა შემცველობაზე, ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, გვალვის, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე. დაკვირვებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 11 მარტი.
№4409-Iს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.03.2011.
- როდის იქნა მიღებული „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4409-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 370010000.05.001.016220.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №4409-Iს, 11.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 370010000.05.001.016220 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1240623/