~საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ~ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში და 2002 წლის 3 მაისის №210 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2002 ძალადაკარგული 08.02.2005
გამომცემი ორგანო
ნომერი
№409
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 97, 30/09/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №409

2002 წლის 24 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებაში და 2002 წლის 3 მაისის №210 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 3 მაისის №210 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულების მე-3 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა)  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფონდის საქმიანობის კოორდინაციასა და მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს ორი თანათავმჯდომარე და რომლის წევრები, ისევე როგორც თანათავმჯდომარეები ინიშნებიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ.“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი:  „საბჭოს სხდომას იწვევს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს სხდომას.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი მაინც. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით. თანაბარი ხმების შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია გამოიყენოს ხელახალი კენჭისყრის უფლება. თუ სხდომის თავმჯდომარე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, წინადადება ამოღებულ იქნება დღის წესრიგიდან.“.

2. გაუქმდეს 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულების მე-2 პუნქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს არსებული შემადგენლობა და ჩამოყალიბდეს ახალი შემადგენლობით:

თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში

ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი

ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

დიმიტრი გულისაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის უფროსის მოადგილე

ვლადიმერ დარჯანია – ქ. თბილისის პრემიერის მოადგილე

ანდრო კალანდაძე – ქ. მცხეთის გამგებელი

გელა კირვალიძე – ქ. თელავის საკრებულოს  თავმჯდომარე

ლაშა მინდელი – ქ. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე

ნუგზარ ნავაძე – საქართველოს პარლამენტის ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

დავით ქობლიანიძე – საქართველოს პრეზიდენტის  სახელმწიფო რწმუნებული

პაატა ჭარაქაშვილი – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე.

3.  გაუქმდეს  საქართველოს  პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294  ბრძანებულების მე-9 პუნქტი.

4. დაინიშნონ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში თეიმურაზ ბასილია და საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი ბოჭორიძე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეებად

ე. შევარდნაძე