საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
მიღების თარიღი 24.09.2002
ძალის დაკარგვა 07.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №410
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.05.002.002.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 97, 30/09/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 15.03.2005
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:70.9pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №410
2002 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ
საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის, მისი მოღვაწეობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:
1. ჩამოყალიბდეს საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის თანდართული დებულება.
3. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის სამინისტრომ.
ე. შევარდნაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის
დებულება
თავი I. იურიდიული სტატუსი და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
მუხლი 1🔗. იურიდიული სტატუსი
1. საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობითა და დადგენილი წესების დაცვით უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული შესაბამისი სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი შემოქმედებით-საკონცერტო დაწესებულება.
2. ცენტრის სახელწოდებაა – „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრი“.
3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
4. ცენტრი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: თბილისი, 380079, ვ. ბარნოვის ქუჩა №54.
6. ცენტრის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კულტურის სამინისტრო.
მუხლი 2🔗. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. ცენტრი ავტონომიური დაწესებულებაა.
2. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და დადგენილი წესით განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული მართვისა და ყველა სხვა საკითხი.
3. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, ხელოვნების სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე ეს დებულება.
თავი II. მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლებები
მუხლი 3🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები
ცენტრის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:
ა) ქართული და მსოფლიო ხელოვნების პოპულარიზაცია;
ბ) შემოქმედებითი კოლექტივებისათვის ხელშეწყობა;
გ) შემოქმედებითი კადრების დაოსტატება;
დ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ დებულებით დასახული მიზნების მიღწევას.
მუხლი 4🔗. ცენტრის უფლებები
ცენტრს უფლება აქვს:
ა) მოაწყოს კონცერტები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ბ) ჩამოაყალიბოს შემოქმედებითი ჯგუფები, შემოქმედებითი დაოსტატების მიზნით შექმნას სასწავლო სტუდიები;
გ) ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან; დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ შემსრულებლებთან;
ე) დადოს ხელშეკრულებები და შეიმუშაოს საკონცერტო პროგრამები;
ვ) ორგანიზება გაუწიოს და თავად გამართოს გასვლითი კულტურული პროგრამები;
ზ) მოაწყოს ფესტივალები, კონკურსები, ფორუმები, დებულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
თ) წარმართოს სამეურნეო და სხვა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე;
ი) ორგანიზება გაუწიოს, თავად გამართოს და მონაწილეობა მიიღოს კომერციულ ან საქველმოქმედო ღონისძიებებში; მათ შორის, ფესტივალებში, კონკურსებში, ფორუმებში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
კ) საზღვარგარეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ერთად მოაწყოს საკონცერტო პროგრამების და ცენტრის შემოქმედებითი პროდუქციის (ვიდეო- და აუდიომასალის) გაქირავება;
ლ) გახდეს საერთაშორისო მუსიკალურ-კულტურული და სხვა შემოქმედებითი საზოგადოებებისა და კავშირების წევრი;
მ) აწარმოოს ჩაწერა ფირფიტებზე, კომპაქტურ დისკებზე, აუდიო-კასეტებზე, აგრეთვე გადაიღოს ვიდეო ფილმები;
ნ) საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე ცენტრი ხდება საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელი;
ო) მოახდინოს თავისი პროდუქციის რეალიზაცია როგორც საქართველოს ტერიტორიზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
პ) თავისი სახელით დადოს ხელშეკრულებები საქართველოს ან უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ჟ) შექმნას წარმომადგენლობები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვროს საშტატო ნუსხა და ხელფასის ფონდი საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ს) დაადგინოს მატერიალური წახალისების ფორმები და სისტემები;
ტ) დადგენილი წესის დაცვით, საქართველოს კულტურის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროებთან შეთანხმებით მოახდინოს უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
უ) დადგენილი წესის შესაბამისად, ამ დებულებით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად განახორციელოს შესყიდვები საბიუჯეტო და/ან მის განკარგულებაში არსებული სხვა სახსრებით (ან სხვა სამეურნეო ხასიათის შეკვეთები) საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ფ) დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელოს ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაცია.
თავი III. ცენტრის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 5🔗. ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) ბუღალტერია;
გ) სამეურნეო სამსახური;
დ) სამხატვრო საბჭო;
ე) შემოქმედებითი კოლექტივები;
ვ) საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი;
ზ) საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი.
2. ცენტრის სტრუქტურული ერთეული მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ დირექტორის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების (დებულებების) საფუძველზე კოორდინირებული მუშაობის გზით.
3. სტრუქტურული ერთეულები ანგარიშვალდებულნი არიან დირექტორის წინაშე.
4. სტრუქტურული ერთეულები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებასა და სხვა ორგანოებს მიმართავენ დირექტორის მეშვეობით.
მუხლი 6🔗. ცენტრის მართვა
1. ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი სამხატვრო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ორკესტრის – სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორთან შეთანხმებით.
2. დირექტორს და ორკეტრის სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის მინისტრი.
3. ცენტრის მუდმივმოქმედი სამეთვალყურეო ორგანოა სამხატვრო საბჭო, რომელიც კოორდინაციას უწევს ცენტრის შემოქმედებით საქმიანობას.
4. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში;
ბ) განსაზღვრავს ცენტრის საშტატო ნუსხას და ხელფასის ფონდს საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით;
გ) გასცემს მინდობილობებს, დებს ხელშეკრულებებს და სხვა გარიგებებს;
დ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს ცენტრის ქონებას და სახსრებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს მათი წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის ზომების მიღების თაობაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) ხელშეკრულებებს უდებს ცენტრის თანამშრომლებს, ასევე სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ორკესტრის მუსიკოსებს და დირიჟორებს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს –ბრძანებებსა და სხვა აქტებს;
თ) ამტკიცებს ცენტრის და მისი სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს;
ი) ამზადებს პროექტს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
კ) კულტურის სამინისტროსთან და კამერული ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით აცხადებს კონკურსს ორკესტრის მუსიკოსთა და დირიჟორთა ვაკანსიებზე;
ლ) კულტურის სამინისტროსთან და სამხატვრო საბჭოსთან შეთანხმებით აცხადებს კონკურსს სიმებიანი კვარტეტის მუსიკოსების ვაკანსიებზე;
მ) ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორის მოადგილეს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით;
ნ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები;
ო) დირექტორი ვალდებულია აცნობოს კულტურის სამინისტროს მისი არყოფნისას ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.
4. სამხატვრო საბჭო:
ა) შედგება ცენტრის დირექტორის, ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მთავარი დირიჟორისა და კონცერტმაისტერებისაგან;
ბ) საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს;
გ) საბჭო განიხილავს ცენტრის შემოქმედებითი განვითარების, მომდევნო წლის გეგმის, საგასტროლო პროგრამებისა და ცენტრის შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს;
დ) საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმების სახით, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
თავი IV. ცენტრის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და კონტროლი
მუხლი 7🔗. ცენტრის ქონება
ცენტრი დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც ცენტრის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ ამ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
მუხლი 8🔗. ცენტრის ფინანსური სახსრები
1. ცენტრის ფინანსური სახსრებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) მოწყობილი ღონისძიებებიდან მიღებული სახსრები;
დ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით, ფასიანი მომსახურების გაწევით, შემოქმედებითი შეკვეთებისა და სხვა სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი;
ე) საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობის სახით მიღებული შემოსავალი;
ვ) საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ გადმოცემული ქონება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები გამოიყენება მხოლოდ ცენტრის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის.
მუხლი 9🔗. საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება
ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს კულტურის სამინისტროს.
მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის შესაბამისი საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის სამინისტრო.
3. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.
თავი V. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებები შეიტანება იმავე წესით, რა წესითაც მოხდა ამ დებულების დამტკიცება.
მუხლი 12🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.