„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №142
2005 წლის 15 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ
1. რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრი, ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკო სულხანიშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელა და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 24 სექტემბრის №410 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის დებულება.
3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტი ძალაში შევიდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის დებულების ამოქმედებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ”?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ” მიღებულია 15.03.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №142. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2015-დან.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კამერული მუსიკის ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ”, №142, 15.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94468/