„მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ კანონის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“კანონის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კანონი „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 16 სექტემბრის დეკრეტი „საქართველოს რესპუბლიკაში მონოპოლიური საქმი ა ნობისა და კონკურენციის განვითარების შესახებ“.
3. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ორი თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარმოუდგინოს წინადადებები „მონოპოლიური საქმი ა ნობისა და კონკურენციის შესახებ“საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს აღმასრულებე ლი ხელისუფლების სტრუქტურაში 1997 წლის 1 იანვრიდან გაითვალისწინოს ეკონომიკის სამინისტროს ანტიმონოპოლიური პოლიტიკის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ეკონომიკის სამინისტროსთან სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ამ სამსახურთან ანტიმონოპოლიური საბჭოს შექმნა.
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში შესაბამისი ანტიმონოპოლიური სამსახურების ჩამოყალიბებამდე ანტიმონოპოლიური საქმიანობა განახორციელონ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ეკონომიკურმა სამსახურებმა.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
1996 წლის 25 ივნისი.
№289–IIს.