საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2010 ძალადაკარგული 26.12.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1078
სარეგისტრაციო კოდი
140080000.08.002.016117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 171, 30/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№1078

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა პერსონალური დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესახებ

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით:

1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ანაზღაურდება:

ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრეზიდენტის ოჯახის წევრების, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პერსონალური დაცვის სამივლინებო ხარჯები;

ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სხვა დასაცავი პირების პერსონალური დაცვის სამივლინებო ხარჯები ქვეყნის შიგნით მივლინებისას.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაცავი პირების გარდა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი სხვა თანამდებობის პირების პერსონალური დაცვის სამივლინებო ხარჯები ანაზღაურდება წლიური საბიუჯეტო კანონით შესაბამისი უწყებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაცავი პირების დაცვითი ღონისძიებები ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი სხვა თანამდებობის პირების პერსონალური დაცვის ა თვის გამოიყენება შესაბამისი უწყებების ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა საწვავით უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების, აგრეთვე გამართული ექსპლუატაციისათვის საჭირო სხვა ხარჯებს ანაზღაურებს შესაბამისი უწყებ ა .

ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . საკაშვილი