„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№399
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.016129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 172, 31/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№39 9

2010 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 462) დამტკიცებულ საქართველოს ფინან­სთა სამინისტროს დებულე­ბაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩა­მო­­ყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და ,,საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესა­ბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფი­ნანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროში; უზრუნველ­ყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადა­სახადო კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონ­ტროლს; ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას.

2. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულე­ბებითა და შეთანხმებებით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო და საგადასახადო კოდექსებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქარ­თველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავ­რობის დადგენილებებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.“.

2. მე-3 მუხლის:

ა) „პ–ტ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწი­ლე­ობა, შესაბამისი პროგრამების შედგენა, კონცეფციების ჩამოყა­ლიბება და მათი განხორციელების ორგანიზება; საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების სრული მობილიზების უზრუნველყოფა გადასახადების აკრეფის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; ამ მიზნით სათანადო წი­ნა­და­დებათა მომზადება და მათი განხორციელების ორგანი­ზება;

ჟ) საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკ­რუ­ლებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგუ­ლებების, სა­ქარ­თველოს მთავრობის დადგენილებების, განკარ­გუ­ლებების, სა­ქარ­თველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებების შესრულების ორგანიზება და კონტროლი;

რ) საგადასახადო და საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებ­ლობის აღსრულებისა და გამოყენების ინსტრუქციებისა და მე­თოდური მითითებების შედგენა და დადგენილი წესით მათი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;

ს) საგადასახადო ორგანოების მუშაობით მიღწეული და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი და პროგნოზირება, მათი საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემდგომი სრულ­ყოფის შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება;

ტ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შე­სახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, წინასწარი გამოძიება; საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შეს­წავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში დანაშაულებისა და სხვა სამართალდარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანი­ზება და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესა­ბა­მის წინადადებათა მომზადება;“;

ბ) „ჰ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ვ) კანონმდებლობით დადგენილ საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო სფეროსთან დაკავშირებულ სხვა ფუნქციათა განხორციელება;“.

3. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქციით:

„რ) განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების საქმიანო­ბის შეფასების კრიტერიუმებს;“.

4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ან ხელისუფ­ლების სხვა ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სა­ფუძ­ველზე ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი ბიუჯეტის შემოსულობების დაბრუნებას, აღრიცხვასა და ანგარიშგებას;“.

5. 36-ე მუხლის:

ა) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ვ) საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებათა შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;

ზ) საგადასახადო კანონმდებლობის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ევროგაერ­თი­ა­ნების კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;“;

ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ს) ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილის პარამეტრების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწე­რის შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების მომზადება, მათ შორის, საგადასახადო ორგანოების მიხედვით;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იან­ვრიდან.

 პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური