1. საბჭო განიხილავს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს:

ა) ცვლილებებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკაში;

ბ) ინფორმაციული უსაფრთოების ოფიცრის ფუნქციებსა და მოვალეობებს;

გ) ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში განსახორციელებელ პროექტებს, პრიორიტეტებისა და რესურსების შესაბამისად.

2. საბჭო ამტკიცებს:

ა) ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტებსა და პროცედურებს;

ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის ყოველწლიურ გეგმას;

გ) შიდა აუდიტის გეგმას ინფრომაციული უსაფრთხოებისთვის.

3. საბჭო განიხილავს ინფორმაციული უსაფრთხოების კრიტიკულ ინციდენტებს.

4. საბჭო წინასწარ დადგენილი პერიოდულობით განიხილავს შიდა აუდიტის ანგარიშებს.

5. საბჭო ქმნის ყოველწლიურ ანგარიშს ინფორმაციულ უსაფრთხოებაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

6. საბჭო უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოებაზე ზრუნვის კოორდინირებულობას სამინისტროს მასშტაბით.

7. საბჭო ამტკიცებს სტანდარტიდან გამონაკლისების გამოყენების წესს და ახორციელებს დაშვებას სტანდარტის თავიდან არიდების კონკრეტული შემთხვევისათვი