1. საბჭოს სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისი არყოფნის შემთხვევაში.
3. საბჭოს სხდომები მოიწვევა პერიოდულად. საბჭოს სხდომების მოწვევისა და მუშაობის ადმინისტრაციულ ორგანიზებას უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაცია.
4. საბჭოს სხდომის დროსა და სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომის დრო და სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ეცნობებათ საბჭოს წევრებს.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთვა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება საბჭოს ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
7. საბჭოს გადაწყვეტილებაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი, რიგითი ნომერი, და საფუძვლები. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარ