"ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №38
2010 წლის 30 დეკემბერი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმებული ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგი სიმბოლოები:
ა) ქარელის მუნიციპალიტეტის დროშა, რომელიც წარმოადგენს: მეწამული ველის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ირიბი ჯვრის ფორმის, ანუ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს ორი კვერთხი. კვერთხთა თავებს შორის მოთავსებულია წმინდა მეფე დავით IV „აღმაშენებლის“ თავსარქმელი – გვირგვინი; კვერთხების მარჯვნივ და მარცხნივ თითო ჰერალდიკური ოქროს ჯვარი; ხოლო კვერთხების ქვემოთ სამყურას ფორმის მუხის ოქროს ფოთოლი ოქროსივე ორი ნაყოფით (რკოთი)
დროშის პროპორცია 2:3.
(დანართი №1).
ბ) ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი, რომლის ფარი წარმოადგენს: მეწამულ ველს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ირიბი ჯვრის ფორმის, ანუ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს ორი კვერთხი. კვერთხთა თავებს შორის მოთავსებულია წმინდა მეფე დავით IV „აღმაშენებლის“ ოქროს თავსარქმელი – გვირგვინი; კვერთხების მარჯვნივ და მარცხნივ თითო ჰერალდიკური ოქროს ჯვარი; ხოლო კვერთხების ქვემოთ სამყურას ფორმის მუხის ოქროს ფოთოლი ოქროსივე ორი ნაყოფით (რკოთი).
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი-სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ქარელი“.
(დანართი № 2)
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ" ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.12.2010.
- როდის იქნა მიღებული "ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"?
- "ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ" მიღებულია 30.12.2010. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.144.016025.
- სად არის "ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ქარელის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების – გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ", №38, 30.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1165785/