განისაზღვროს მინისტრის აპარატის ზემო აფხაზეთის საკითხებში ასიგნებების მოცულობა  175980 ლარის ოდენობით, სადაც გათვალისწინებულია მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება 133960 ლარი, რომელიც მოიცავს საპრემიო ფონდს;
ლარი
ორგანიზ-აციული
კოდი
დასახელება
2009 წლის
ფაქტი
2010 წლის
გეგმა
2011 წლის
გეგმა
მ.შ. კრედიტები და გრანტები
08 00
მინისტრის აპარატი ზემო აფხაზეთის საკითხებში
158279
162598
175980
0
ეკ. კლ.
მომუშავეთა რიცხოვნობა
8
9
10
0

ხარჯები
156429
161298
174480
0
21
შრომის ანაზღაურება
121994
116235
133960
0
22
საქონელი და მომსახურება
32732
43360
40520
0
25
სუბსიდიები
0
0
0
0
27
სოციალური უზრუნველყოფა
1703
1703
0
0
28
სხვა ხარჯები
0
0
0
0

არაფინანსური აქტივები
1850
1300
1500
0
ზემო აფხაზეთის საკითხებში მინისტრის აპარატის საქმიანობის 2011 წლის პრიორიტეტები
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სახელმწიფოს მიერ შეძენილ საცხოვრებელ ფართებში ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე შესწავლა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების, სოციალური კატეგორიის შესწავლა და მათი ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების მონიტორინგი. ინფორმაციის დამუშავება-ანალიზი და შესაბამის ორგანოებისთვის მიწოდება, ასევე საინფორმაციო ბაზის შექმნასთან დაკავშირებული სამუშაოების მონიტორინგი, მათი ინტეგრაცია სოციალური დახმარების სახელმწიფო სისტემაში;
ზემო აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების შემოსავლის ოდენობის შესწავლა (დევნილებთან შეთანხმებით), უმუშევარ დევნილთა რაოდენობის დადგენა და სპეციალობის მიხედვით მათი კლასიფიცირება;
საქართველოს მთავრობის განკარგულება №403 „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის“ სხვადასხვა ცვლილებების გაცნობა დევნილი მოსახლეობისათვის ეტაპების მიხედვით. დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, სადაც ჩასახლებულები არიან ზემო აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა. მათთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ კანონის გაცნობა, დევნილთათვის იურიდიული მომსახურების გაწევა და კონსულტაციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით;
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დევნილთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების, მათი ეკონომიკური ინტეგრაციის გააქტიურებისა და დასაქმების ხელშეწყობა. ზემო აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდობის ჩართვა გაცვლით პროგრამებში; საქმიანი ურთიერთობების დამყარება სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ზემო აფხაზეთიდან დევნილების ჰუმანიტარული თუ სხვა სახის დახმარების მიზნით.
აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.
აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ.
აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ