1. უფლება მიეცეთ აფხაზეთის მინისტრებს და დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებით, აფხაზეთის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო უმაღლეს საბჭოსთან არსებული ორგანიზაციები – უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით.
2. აფხაზეთის მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს აგრეთვე ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად უცვლელი რჩება საშტატო რიცხოვნება, თანამდებობათა დასახელებები და თანამდებობრივი სარგოები.
3. აფხაზეთის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ მოსამსახურეებზე, რომლებზედაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება.
4. 2011 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიების, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისა და დახმარებების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
5. ამასთანავე, მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილი არიან გაზარდონ მათთვის წლიური ბიუჯეტის ეკონომიკური შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს ამავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.
6. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ბიუჯეტის დამტკიცებამდე აღმასრულებელი ხელისუფლება უფლებამოსილია მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12 –ის ოდენობისა;
დაუშვებელია ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების გაცემა შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის გარეშე.
აფხაზეთის 2011 წლის 16 მარტის კანონი №1 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.
აფხაზეთის 2011 წლის 12 აგვისტო კანონი №2 - ვებგვერდი, 16.08.2011 წ.
აფხაზეთის 2011 წლის 14 ნოემბრის კანონი №6 - ვებგვერდი, 15.11.2011 წ
"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" · რედაქცია 14.11.2011
მუხლი 30. თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები
თავი VI — მარეგულირებელი ნორმები
მთავარი მონაცემები
- ვადა 2011 წლის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 120. თანამდებობრივი სარგოების დადგენა1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის მიერ დანიშნული ან არჩეული საქართველოს კონსტიტუციით გათვალის
- მუხლი 53. მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები1. მერის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის
- მუხლი 18. მერიის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოსამსახურეები და თანამდებობრივი სარგოები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი
- მუხლი 25. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში
- მუხლი 26. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა იმერეთის რეგიონში
- მუხლი 27. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა აღმოსავლეთ საქართველოში
- მუხლი 28. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების – სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში, იმერეთის რეგიონში, აღმოსავლეთ საქართველოში მიზნები, ამოცანები და ფუნქციები:
- მუხლი 29. სარეზერვო ფონდი
- მუხლი 31. წლის განმავლობაში მიღებული ფულადი გრანტები და მიზნობრივი დაფინანსება
- მუხლი 32. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ", მუხლი 30, №3, 30.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 190020000.30.060.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1165905/muxli-30/