1. მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა, თანამდებობრივი სარგოები და სახელფასო განაკვეთები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილებით დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხით.

2. მერიის საჯარო მოსამსახურეებს მიეკუთვნება მერიის პოლიტიკური თანამდებიბის პირები, I, II, III და IV რანგის საჯარო მოხელეები, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი/პირები, რომლებსაც„საჯარო სამსახურის შესახებ კანონისა და საქართველოს შრომის კოდექსის დებულებათა შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.

3. მერიის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით, შესაბამისი სამსახურის დებულებით და თანამდებობრივი ინსტრუქციები