1. მერიაში საჯარო მოხელის კატეგორიას არ მიეკუთვნება
ა) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე ან არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან შრომით ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი;
გ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით„საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და დადებული ხელშეკრულებით. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან ხელშეკრულებას მუნიციპალიტეტის სახელით დებს მერი;
დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
2. მერის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის, საქართველოს კანონის„შრომის კოდექსი“ ხელშეკრულებისა და მინიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ხოლო იურიდიული პირის ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება რეგულირდება„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი