1. მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი საქმიანობის სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს და მერის გადაწყვეტილებებსა და დავალებებს.

2. მერიის სტრუქტურული ერთეულები - მერიის სამსახურები იქმნება და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით.

მერიის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

3. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო სამსახური;

გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;

დ) ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახური;

ე) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური;

ვ) ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახური;

ზ) შესყიდვების სამსახური;

თ) სოციალური დაცვის სამსახური;

ი) შიდა აუდიტის სამსახური;

4. მერიის სამსახური, დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს განყოფილებებად, ან სამსახურის სპეციალისტების სამუშაო ჯგუფებად; სამსახურებს გააჩნიათ თავიანთი დებულებები, რომლითაც განისაზღვრება ცალკეული სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებ