1.მერის პირველ მოადგილესა და მოადგილეს თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლები მოცემულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 56-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო და შეწყვეტის საფუძვლები განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებით. მერის, მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის მიერ თანამდებობრივი შეუთავსებლობის საკითხები წესრიგდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მერი და მერიის თანამდებობის პირები, მათ უფლებამოსილებაში შემავალი საკითხების გადასაჭრელად გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს-ბრძანებას.
3. მერიის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხები სამართლებრივად წესრიგდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით. ასეთ შემთხვევაში თანამდებობის პირი ვალდებულია აღმოფხვრას შეუთავსებლობა და აღნიშნულის შესახებ აცნობოს როგორც მერს, ასევე შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს. კანონით აკრძალული ნებისმიერი შეუთავსებლობის შემთხვევის გამოვლენისას თანამდებობის პირი, მერის ბრძანებით, თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდა