1. მერიის სამსახური არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას. აგრეთვე, მერის დავალებით ამზადებს საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება და გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან, ამ დებულებიდან და შესაბამისი სამსახურის დებულებიდან, ასევე მერის მიერ მიცემული დავალებებიდან და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებიდან.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი, რომელიც ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურების ძირითადი ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ექვსი გაყოფილებისაგან: 1) საქმის წარმოების 2) ადამიანური რესურსების მართვის 3) იურიდიული 4) მერის წარმომადგენელთა მუშაობის კოორდინაციის 5) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და 6) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებებისაგან, რომელთა ძირითადი ფუნქციებია მერიისა და მისი სამსახურების მუშაობის კოორდინაცია, მათი საქმიანობის სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა, ადამიანური რესურსების მართვა და საკადრო საკითხთა ადმინისტრაციული ზედამხედველობა, კანონმდებლობით დადგენილი საქმისწარმოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა ორგანიზაციაში, მერიის თანამდებობის პირებისა და მერიის სამსახურების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) საფინანსო სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და ოთხი განყოფილებისაგან: 1) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის 2) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების 3) სახაზინო მომსახურების, შემოსავლების ანალიზის და კონტროლის და 4) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილებებისაგან, რომელთა ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველწლიური პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო ანგარიშგება-დასაბუთება, ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანი და მიზნობრივი გამოყენების კონტროლი, ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მუშაობისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება, ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების წინაშე;
გ) განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სპეციალისტებისაგან, რომელთა ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
დ) ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამი განყოფილებისაგან: 1) ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის 2) ქონების მართვისა და 3) ტურიზმის განვითარების განყოფილებებისაგან, ასევე საჯარო მოსამსახურეებისაგან, რომელთა საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ტურისტული ცენტრების მშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება;
ე) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური შედგება: სამსახურის უფროსის, ა) ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, ბ) არქიტექტურისა და მშენებლობის ნებართვების სამართლებრივი უზრუნველყოფის და 3) პროექტების მართვის განყოფილებებისაგან, რომელთა ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილების პროექტების მომზადების, მშენებლობისა და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურის განვითარება, კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა-ორგანიზება, მოსახლოების ტრანსპორტით მომსახურება, სამგზავრო მარშუტების განსაზღვრა და მგზავრთა გაზიდვა-გადაყვანის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასალის შედგენა; პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრა; განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების განსაზღვრა; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცისა და მშენებლობის ნებართვის გაცემასთან და არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება; არქიტექტურული დაგეგმარების სფეროში მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრულ თავისი კომპეტენციის განხორციელება; დადგენილი წესით შეთანხმებული და დამტკიცებული „განაშენიანების რეგულირების წესების“ შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტში დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხების რეგულირება;
ვ) ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახური შედგება სამასახურის უფროსისა და ორი განყოფილებისაგან: 1) გარემოს დაცვითი, ვეტერინარული და კომუნალური კეთილმოწყობის ზედამხედველობის 2) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის და 3) მუნიციპალური ინსპექციის განყოფილებებისაგან, რომელთა უფლებამოსილება მოიცავს კონტროლს და შემოწმებას მერიის უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ ყველა იმ საქმიანობის, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მუნიციპალური პროგრამები და შესაბამისად მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლი; სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრეროგატივას წარმოადგენს სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საოქმო წარმოების განხორციელება;
ზ) შესყიდვების სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, შესყიდვების დაგეგმვის, აღრიცხვის და ანალიზის განყოფილებისა და სპეციალისტებისაგან, რომელთა საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადება, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტებოის წარმოება, ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე სატენდერო ხელშეკრულების პროექტის შემუშავება, შესყიდვის შესახებ ადმინისტრაციული პირობებისა და მიმდინარეობის შემოწმება შესაბამისი ანგარიშების მომზადება. ასევე, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის მომზადება;
თ) სოციალური დაცვის სამსახური შედგება სამსახურის უფროსის; სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის; სტიქიით დაზარალებულთა და უსახლკაროთა განყოფილებებისაგან და საჯარო მოსამსახურეებისაგან, რომელთა საქმიანობის ძირითადი ფუნქციებია: ცენტრალური ხელისუფლების, შესაბამის ადგილობრივ სამსახურებთან და კერძო სამართლის ანალოგიური პროფილის სუბიექტებთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია. ვეტერანთა, დევნილთა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა, დახმარების გაწევა და შესაბამისი წინადადებების მომზადება. ასევე, ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებთან იმ საკითხების რეგულირება, რომლიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემებს უკავშირდება;
ი) შიდა აუდიტის სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან, რომლის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად;
კ) ზედამხედველობისა და მუნიციპალური ინსპექციის სამსახური შედგება სამასახურის უფროსის და სამი განყოფილებისაგან:
1) გარემოს დაცვითი, ვეტერინარული და კომუნალური კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილება, 2) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილებება.
3) მუნიციპალური ინსპექციის განყოფილება.
სამსახურს ჰყავს ხუთი სპეციალისტი. სამსახურის საქმიანობის სფერო ძირითადად მოიცავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანებისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელებას, ასევე კონტროლს და შემოწმებას მერიის უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ ყველა იმ საკითხზე, რომლის მიხედვითაც ხორციელდება მუნიციპალური პროგრამები, ასევე მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლს. სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრეროგატივას წარმოადგენს სამართალდარღვევების გამოვლენა და შესაბამისი სამართალდარღვევის ადმინისტრაციული საოქმო წარმოების განხორციელებ