1. მერიაში ვაკანსია წარმოიშობა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში საჯარო მოსამსახურის ახალი საშტატო ერთეულის დამატებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
ბ) მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა რეორგანიზაციის საფუძველზე მომხდარი შტატების შემცირების გამო;
გ) მერიის მოხელის გადაყვანის შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან, თუ გადაყვანა არ განხორციელებულა მოხელის მობილობის საფუძველზე;
დ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან გაფომებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.
2. მერიის ვაკანტური თანმადებობის შევსებამდე, მერიის შეუფერხებელი საქმიანობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება მერის ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, შეიძლება დაეკისროს სხვა მოსამსახურეს (გარდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა