1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე.
2. ვაკანტური ადგილის კონკურსის წესით შევსებამდე შტატით გათვალისწინებული თანამდებობრივი მოვალეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე დროებით უნდა დაეკისროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოხელეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის ვაკანსიის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციების შესრულება დროებით უნდა დაეკისროს ამ სამსახურის ერთ-ერთ მოხელე