1. მერიაში საჯარო სამსახურს ახორციელებენ პროფესიული საჯარო მოხელეები, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
2. მერიის პროფესიული საჯარო მოხელეა პირი, რომელიც უვადოდ ინიშნება მოხელისათვის განკუთვნილ საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე.
3. მერიის პროფესიული საჯარო მოხელეები არიან:
ა) პირველადი სტრუქტურული ერთულის ხელმძღვანელი-სამსახურის უფროსი;
ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი-განყოფილების უფროსი;
გ) სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეები.
4. მერიაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული არიან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები, რომლებიც ადმინისტრაციული ხელშეკრულებით გაწერილი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების საფუძველზე მერს ხელს უწყობენ მის განხორციელებაში და სამსახურში მიიღებიან არაუმეტეს მერის უფლებამოსილების ვადით;
5. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულია პირი, რომელსაც საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფადშრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესრულების უფლებამოსილებ