1. მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროების მიხედვითუზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას,აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და შესაბამისი სამსახურის დებულების საფუძველზე, ასევე მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად.
3. სამსახურის საქმიანობას უძღვება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. მერიის სამსახურებში მეორადი სტრუქტურული ერთეულები – განყოფილებები იქმნება სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ერთგვაროვანი საკითხების (მიმართულებების) დაჯგუფებისა და მათი კოორდინირებულად წარმართვის მიზნით.
5. სამსახურის განყოფილებები ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით უზრუნველყოფენ სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მათთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადებას და პასუხისმგებელნი არიან ამ მიმართულებით სამსახურის გამართულ მუშაობაზე.
6. სამსახურების განყოფილებების საქმიანობის სფერო, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით.
7. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური,რომელსაც აქვს ორიგანყოფილება:
ა.ა) საქმისწარმოების და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება;
ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილება.
ბ) იურიდიული სამსახური, რომელსაც აქვს ორი განყოფილება:
ბ.ა) ზედამხედველობის და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილება;
ბ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს ორი განყოფილება:
გ.ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;
გ.ბ) სახაზინო და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება.
დ) ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს სამი განყოფილება:
დ.ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფია განყოფილება,დ.ბ) შესყიდვების განყოფილება;
დ.გ) ქონების მართვის განყოფილება.
ვ) შიდა აუდიტის სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;
თ) ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახური, რომელსაც აქვს ერთი განყოფილება:
თ. ა) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
ი) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება, რომელსაც აქვს სამი განყოფილება:
ი.ა) სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება;
ი.ბ) ინფრასტრუქტურის განყოფილება;
ი.გ) ძეგლთა დაცვის განყოფილება;
კ) მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახურ