1. მერიის საქმიანობის პროცესში სამსახურის ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობებს.

2. მერის ბრძანებით, მოხელეს ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია დროებით დაეკისროს:

ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება - წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ბ) სხვა ფუნქციების შესრულება (მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან გათავისუფლებით) - საჯარო სამსახურის სისტემაში ჯამურად არაუმეტეს 3 წლის ვადით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მოხელეს, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, დამატებითი ან სხვა ფუნქციის შესრულება შეიძლება დაეკისროს სხვა მოხელის ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის არყოფნის, ან ამ პირის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.

4. მოხელისთვის ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციების შესრულებაზე მის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.

5. მერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ფუნქციები შესაძლებელია დაეკისროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

6. მოხელეს ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს დროებითი ფუნქციები ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

7. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს სხვა ფუნქცია შეიძლება დაეკისროს ამ დებულების მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც გათვალისწინებულ უნდა იყოს მასთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

8. მოხელისთვის ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისთვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი