1.
მერიის საქმიანობის პროცესში სამსახურის ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობებს.
2.
მერის ბრძანებით, მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია დროებით დაეკისროს:
ა)
დამატებითი ფუნქციების შესრულება – წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ბ)
სხვა ფუნქციების შესრულება (მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან გათავისუფლებით) – საჯარო სამსახურის სისტემაში ჯამურად არაუმეტეს 3 წლის ვადით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.
მოხელისთვის 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციების შესრულებაზე მოხელის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.
4.
მერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ფუნქციები შესაძლებელია დაეკისროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.
5.
ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მერიის შეუფერხებელი საქმიანობის მიზნით, დამატებითი ან სხვა ფუნქციების შესრულება მერის ბრძანებით შეიძლება დაეკისროს:
ა)
ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;
ბ)
მერიის სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნისას – განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს;
გ)
მერიის სამსახურის (სამსახურის განყოფილების) მესამე ან/და მეოთხე რანგის მოხელის არყოფნისას – შესაბამისი სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამ სამსახურის (სამსახურის განყოფილების) ერთ-ერთ მოხელეს;
დ)
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის არყოფნისას – შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებულ მოხელეს (ერთ-ერთ მოხელეს).
6.
მოხელისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისთვის ანაზღაურების წესი და პირობები საქათველოს კანონმდებლობით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 23. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 23. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
- მუხლი 24. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
- მუხლი 23. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
- მუხლი 22. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
- მუხლი 21. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
- მუხლი 24. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
- მუხლი 18. მერიის მოხელის ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
- მუხლი 19. მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მუხლი 20. მერიაში ვაკანსიის წარმოშობა
- მუხლი 21. მერიის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
- მუხლი 22. მერიის მოხელის გადაყვანა და მობილობა
- მუხლი 24. მოხელის კარიერული და პროფესიული განვითარება
- მუხლი 25. მოხელის შეფასება
- მუხლი 26. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
- მუხლი 27. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
- მუხლი 28. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №39, 10.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3846195/muxli-23/