1.
მერის წარმომადგენელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
2.
მერის წარმომადგენელი ინიშნება და თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3.
მერის წარმომადგენელი:
ა)
აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ)
მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ)
მოქალქეებზე გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა სახის ცნობებს;
დ)
უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
ე)
უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ)
პერიოდულად წარადგენს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ზ)
მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ;
თ)
ასრულებს მერის სხვა დავალებებს.
4.
მერის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი და საკუთარი ბლანკი, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდების მითითებით.
5.
მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
6.
მერის წარმომადგენელზე მერის დავალება გაიცემა და დავალების შესრულებაზე ინფორმაცია მიიღება უშუალოდ მერის, ან მერის დავალებით, მერიის შესაბამისი სამსახურის ან/და კომისიის მეშვეობით, მათთვის მიკუთვნებული კომპეტენციების შესაბამისად
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 17. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. მერიის სტრუქტურა
- მუხლი 12. მერიის სამსახურები
- მუხლი 13. მერიის სამსახურების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 14. მერიის სამსახურის განყოფილებები
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოსამსახურეები
- მუხლი 16. მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი
- მუხლი 18. მერიის მოხელის ზოგადი უფლებები და ვალდებულებები
- მუხლი 19. მერიის მოხელის სამუშაოს აღწერილობა, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მუხლი 20. მერიაში ვაკანსიის წარმოშობა
- მუხლი 21. მერიის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
- მუხლი 22. მერიის მოხელის გადაყვანა და მობილობა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 17, №39, 10.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3846195/muxli-17/