1.
მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილება ჩერდება და იგი სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისგან დროებით თავისუფლდება:
ა)
შვებულების დროს;
ბ)
დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;
გ)
დისციპლინური წარმოებისას სამსახურიდან ჩამოშორების პერიოდში;
დ)
საქართველოს პრეზიდენტის, წარმომადგენლობითი ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენისას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ე)
სამხედრო სავალდებულო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურეთა მობილიზაციის დროს, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება;
ვ)
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მას აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;
ზ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი დაკავების, მისი ადმინისტრაციული პატიმრობის, ან მისთვის ისეთი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხავს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას;
თ)
კანონის შესაბამისად ან მის საფუძველზე მისი დროებით გათავისუფლების სხვა შემთხვევაში.
2.
მერიის მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძვლები და წესი განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის XII თავით.თავი VI
მერიის საქმიანობის ორგანიზებ
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 26. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. მერიაში ვაკანსიის წარმოშობა
- მუხლი 21. მერიის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
- მუხლი 22. მერიის მოხელის გადაყვანა და მობილობა
- მუხლი 23. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
- მუხლი 24. მოხელის კარიერული და პროფესიული განვითარება
- მუხლი 25. მოხელის შეფასება
- მუხლი 27. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
- მუხლი 28. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
- მუხლი 29. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 30. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
- მუხლი 31. მერიის შინაგანაწესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 26, №39, 10.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3846195/muxli-26/