1.
მერიის ადმინისტრაციული წარმოება არის მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული საქმიანობა, რომლის მიზნებია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე:
ა)
საკრებულოს და მერის სამართლებრივი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
ბ)
მერის სამართლებრივი აქტის მომზადება, გამოცემა და აღსრულება;
გ)
ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადება, დადება ან გაუქმება;
დ)
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მომზადება;
ე)
ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა;
ვ)
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საკითხების მოწესრიგება.
2.
მერიის ადმინისტრაციული წარმოების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა ნორმატიული აქტებით
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 27. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. მერიის მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის ზოგადი წესი
- მუხლი 22. მერიის მოხელის გადაყვანა და მობილობა
- მუხლი 23. მოხელისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება
- მუხლი 24. მოხელის კარიერული და პროფესიული განვითარება
- მუხლი 25. მოხელის შეფასება
- მუხლი 26. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
- მუხლი 28. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
- მუხლი 29. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 30. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
- მუხლი 31. მერიის შინაგანაწესი
- მუხლი 32. ანგარიშგება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 27, №39, 10.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3846195/muxli-27/