1.
ანგარიშგება მერიაში ხორციელდება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებისას ან უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მოთხოვნისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში წერილობითი ანგარიშის წარდგენით.
2.
მერიის საანგარიშგებო პერიოდებია – 6 თვე და ერთი წელი. მერიის სამსახურის და სამსახურის განყოფილების საანგარიშგებო პერიოდებია ერთი თვე, კვარტალი და წელიწადი. სამსახურის მოხელის საანგარიშგებო პერიოდია ერთი თვე.
3.
ანგარიშის წარდგენა ხორციელდება შემდეგ ვადებში:
ა)
მერიის ანგარიში საკრებულოს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან საკრებულოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;
ბ)
მერიის სამსახურის ანგარიში მერს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან ან მერის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში;
გ)
სამსახურის განყოფილების ანგარიში სამსახურის უფროსს წარედგინება საანგარიშგებო პერიოდის გასვლიდან ან მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში;
დ)
მერიის მოხელის ყოველთვიური ანგარიში ზემდგომ თანამდებობის პირს წარედგინება ყოველი მომდევნო თვის პირველ პარასკევს, აგრეთვე, თუ ამას წერილობითი დავალება ითვალისწინებს, დავალების შესრულებისთანავე, თუ დავალებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.
4.
თუ ანგარიშში მითითებული სამუშაო უკავშირდება მუნიციპალიტეტის სახსრების მიღება-გამოყენებას, მასში დოკუმენტურად უნდა დასაბუთდეს საფინანსო ან სხვა მატერიალურ ფასეულობათა მიღება-გამოყენების კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა (საფინანსო ანგარიში).
5.
საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს უნდა დაერთოს შესრულებული სამუშაოს და გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6.
ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს კანონით „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 32. ანგარიშგება
თავი I — ზოგადი დებულებები
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 კვირის ვადაში
- ვადა 1 კვირის ვადაში
- ვადა 2 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 26. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
- მუხლი 27. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
- მუხლი 28. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
- მუხლი 29. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 30. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
- მუხლი 31. მერიის შინაგანაწესი
- მუხლი 33. საქმიანობის შეფასება
- მუხლი 34. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
- მუხლი 35. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
- მუხლი 36. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
- მუხლი 37. სამართლებრივი აქტების და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 32, №39, 10.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3846195/muxli-32/