1.
მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა)
სამუშაო დროის დასაწყისი და დასასრული;
ბ)
სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო;
გ)
დასვენების და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დღეს, სამუშაო დროის დამთავრების შემდეგ სამსახურში ყოფნის პირობები და წესი;
დ)
სამსახურებრივ საკითხზე გაცემული განკარგულების მოსამსახურეებისთვის გაცნობის წესი;
ე)
მოსამსახურის მიერ სამსახურში არყოფნის შესახებ შეტყობინების წესი;
ვ)
მივლინების გაფორმების, მივლინებისა და სამივლინებო თანხების ანაზღაურების წესი;
ზ)
შვებულების გაფორმებისა და შვებულების გამოყენების პირობები და წესი;
თ)
შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;
ი)
მოსამსახურეებს შორის კომუნიკაციის წესი;
კ)
შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები;
ლ)
წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები და გამოყენების წესი;
მ)
მოსამსახურის უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობა;
ნ)
მერიასა და მოსამსახურეებს შორის შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
2.
მერიის შინაგანაწესს ამტკიცებს მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3.
მერი ვალდებულია სამსახურში მიღებისას მოსამსახურეს გააცნოს მერიის შინაგანაწესი ხელწერილის დადებით, აგრეთვე – უზრუნველყოს მოსამსახურის მიერ ნებისმიერ დროს მისი გაცნობის შესაძლებლობა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 31. მერიის შინაგანაწესი
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. მოხელის შეფასება
- მუხლი 26. სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერება და შეწყვეტა
- მუხლი 27. მერიის ადმინისტრაციული წარმოების საფუძვლები
- მუხლი 28. მერიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები
- მუხლი 29. მერიის ადმინისტრაციული წარმოების ვადები
- მუხლი 30. მერიის დოკუმენტები და მათი გაფორმების სტანდარტები
- მუხლი 32. ანგარიშგება
- მუხლი 33. საქმიანობის შეფასება
- მუხლი 34. მოქალაქეთა ინფორმირება და მონაწილეობა მერიის საქმიანობაში
- მუხლი 35. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები
- მუხლი 36. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 31, №39, 10.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3846195/muxli-31/