წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის უკან დაბრუნების წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №987
2010 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის უკან დაბრუნების წესის დამტკიცების თაობაზე
„ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-6 პუნქტის და 392 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის უკან დაბრუნების წესი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის უკან დაბრუნების წესი
მუხლი 1.
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის უკან დაბრუნების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) მომსახურების გაწევამდე გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესს.
მუხლი 2.
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირს, სააგენტოსათვის მომსახურების გაწევამდე გადახდილი მომსახურების საფასური მთლიანად უბრუნდება, თუ:
ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირის მიერ წარდგენილი თამაშობის ზოგადი წესის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებისას, სააგენტოს მიერ მოხდა უარყოფითი შეფასების მიღება;
ბ) „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 311 მუხლით გათვალისწინებული წამახალისებელ გათამაშებასთან და ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს მიერ, ამავე კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე მოხდა უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება;
გ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველი პირი მომსახურების დაწყებამდე უარს განაცხადებს მომსახურების გაწევაზე.
მუხლი 3.
თუ წამახალისებელი გათამაშების მოწყობის მსურველ პირის მიერ მომსახურების საფასური გადახდილია „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მას უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და კანონით განსაზღვრულ საფასურის განაკვეთს შორის.
მუხლი 4.
1) გადახდილი მომსახრების საფასური ნაწილობრივ ან მთლიანად ბრუნდება საფასურის გადამხდელის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. განცხადებას უნდა ერთვოდეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2) საფასურის გადამხდელის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნებაზე განცხადება სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნ ე ს ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებულ ერთ-ერთი პირობის დადგომიდან არა უგვიანეს 1 თვისა. განცხადება უნდა შეიცავდეს თანხის დაბრუნების კანონიერი მოთხოვნის დასაბუთებას და რეკვიზიტებს, სადაც უნდა დაბრუნდეს აღნიშნული თანხა.
3) სააგენტო თანხის დაბრუნებას უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადების წარდგენიდან 14 სამუშაო დღის ვადაში.
4) საფასურის გადამხდელის მიერ გადახდილი მომსახრუების საფასურის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების შესახებ განცხადების,ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო ამ ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში აბრუნებს თანხას საფასურის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი რეკვიზიტების გათვალისწინებით.
მუხლი 5.
მომსახურების საფასურის დაბრუნებასთან დაკავშირებული დავა წყდება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.