საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.02.2003 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 28/02/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება № 59

2003 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ 1996 წლის 20 თებერვლის საქართველოს კანონის თანახმად დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის თანდართული ფიცი.

ე. შევარდნაძე

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის ფიცი

მე, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში შესვლისას ვფიცავ:

– პირნათლად მოვიხადო ჩემი მხედრული ვალი საქართველოს წინაშე;

– განუხრელად დავიცვა ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, სამსახურის წესდებების ყველა მოთხოვნა, უპირობოდ დავემორჩილო მეთაურის ბრძანებებს;

– მტკიცედ ვიდგე ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და საზოგადოების უსაფრთხოების სადარაჯოზე, ღირსეულად განვაგრძო წინაპართა მხედრული ტრადიციები;

– არსად, არასოდეს, არც ერთ ვითარებაში არ გავამჟღავნო ჩემთვის მონდობილი სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოებანი;

– ვფიცავ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მტკიცედ ვიდგე სამშობლოს სადარაჯოზე;

– თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხს ვაგებ ღვთისა და ქვეყნის წინაშე.

გვფარავდეს ღმერთი!